უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ რუსული დრონით განხორციელებული დარტყმის შემდეგ ხარკოვში სამუშაოები გრძელდება.
„რუსული დრონის დარტყმის შემდეგ ხარკოვში სამუშაოები გრძელდება. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. ეს იყო კიდევ ერთი რუსული დარტყმა ენერგეტიკულ ობიექტზე - აბსოლუტურად სამოქალაქო ობიექტზე.
რუსეთი ჩვეულ სულისკვეთებას ინარჩუნებს. როდესაც ყველა მათგან ცეცხლის შეწყვეტასა და პირდაპირ მოლაპარაკებებზე რეაგირებას ელის, ისინი ახალი დარტყმებითა და თავდასხმებით პასუხობენ,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ერთადერთი, ვინც ომს აჭიანურებს, ერთადერთი, ვის გამოც დაიწყო ომი, ვის გამოც გრძელდება - არის სწორედ რუსეთი“ და აუცილებელია მასზე ზეწოლა.
„რუსები ბევრს ლაპარაკობენ პირდაპირ მოლაპარაკებებზე, მაგრამ როდესაც საქმე საქმეზე მიოდგება, იმალებიან. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ მასთან ერთად, ვინც ნამდვილად განსაზღვრავს, რა მოხდება შემდეგ. ჩვენი გუნდი ამჟამად აქტიურად ემზადება თურქეთში ვიზიტისთვის,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.