უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში შეთანხმება ვერ მიიღწევა, აშშ "სერიოზული" სანქციების მეშვეობით რუსეთზე ზეწოლას გაზრდის.
"შესაძლოა, რუსეთს ყველაზე მკაცრი სანქციები დაუწესდეს, თუ მშვიდობის საკითხში პროგრესი არ იქნება" - გამაცხადა კიტ კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, აშშ-ს რუსეთის დასანქცირების აქტი მზად აქვს და ეს სანქციები ძალიან სერიოზული და იმაზე მკაცრია, ვიდრე აქამდე ყოფილა.