13 მაისს რუსეთის ძალები თავს დაესხნენ დნიპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლისა და სინელნიკოვის რაიონებს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰიი ლისაკი ავრცელებს.
„დღის განმავლობაში აგრესორმა ნიკოპოლის რაიონსს FPV- დრონებით შეუტია. ასევე გამოიყენეს არტილერია ამ ტერიტორიაზე, - თქვა ლისაკმა.
მისი ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ, ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ლისაკის თქმით, დაზიანდა ავტომობილი.