გერმანიაში მემარჯვენე-ექსტრემისტული დაჯგუფება „გერმანიის სამეფო“ აკრძალეს, რომელიც ე.წ. რაიხსბიურგერის მოძრაობის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციაა. აკრძალვა ასევე ეხება „გერმანიის სამეფოსთან“ დაკავშირებულ ჯგუფებს.
აკრძალვა ასევე მოიცავს ჯგუფის ვებგვერდისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების დაბლოკვას. მისი აქტივები კონფისკაციას დაექვემდებარება იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომავალში ეს თანხები ექსტრემისტული მიზნებისთვის არ იქნას გამოყენებული.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაჯგუფების საქმიანობა ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონმდებლობას და მიმართულია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ.
როგორც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტის განცხადებით, „გაერთიანების წევრებმა შექმნეს „კონტრსახელმწიფო“ ქვეყანაში.
„ისინი ძირს უთხრიან კანონის უზენაესობას და ფედერალური რესპუბლიკის მონოპოლიას ძალის გამოყენების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ისინი იყენებენ ანტისემიტურ კონსპირაციულ ნარატივებს, რათა გაამყარონ თავიანთი პრეტენზიები ხელისუფლებაზე“, – განაცხადა მინისტრმა.