აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰასთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან და რამდენიმე ევროპელ მინისტრთან. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დღეს სატელეფონო საუბარი გამართა ევროპელ ლიდერებთან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ რუბიო ესაუბრა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს ჟან-ნოელ ბაროს, გერმანიის საგრეო საქმეთა მინისტრს იოჰან ვადეფულს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ლამმს.
ასევე მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრიი სიბიჰასთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან.
მარკო რუბიომ ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მიღწევის შესაძლო გზები განიხილა
„მარკო რუბიომ სატელეფონო საუბარი გამართა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეფულთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადისლავ სიკორსკისთან, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივან დევიდ ლამისთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან. ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მიღწევის შესაძლო გზები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დონალდ ტრამპთან ერთად საუდის არაბეთში გაემგზავრა.
შემდეგ კი, 14-16 მაისს, სახელმწიფო მდივანი ანტალიაში, თურქეთში გაემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში, სადაც განიხილება ალიანსის უსაფრთხოების პრიორიტეტები, მათ შორის ალიანსის თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდისა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხები.