გერმანია უკრაინას დამატებით შეიარაღებას მიაწოდებს, თუ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდება. ამის შესახებ გერმანიის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა. წერს The Guardian.
მინისტრის თქმით, ბერლინი ელის, რომ რუსეთი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგ მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის.
თუ მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშლება, გერმანია მზადაა უკრაინას დამატებითი შეიარაღების პაკეტები შესთავაზოს.
გერმანიის პირველმა დიპლომატმა ასევე გააფრთხილა რუსეთი შემდგომი შედეგების შესახებ, მათ შორის სანქციების გაზრდასთან დაკავშირებით.