პოლონეთი ვარშავაში სავაჭრო ცენტრის დაწვაში რუსეთის დაზვერვის სამსახურების მონაწილეობის მტკიცებულებების არსებობის გამო, კრაკოვში რუსეთის საკონსულოს ფუნქციონირების ნებართვას აუქმებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
თუ ზუსტად როდის შეწყვეტს საკონსულო საქმიანობას, ჯერ უცნობია.
11 მაისს პოლონეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთის სადაზვერვო სამსახურები 2024 წლის მაისში ვარშავაში, სავაჭრო ცენტრ Marywilska 44-შო ხანძრის გაჩენაში.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ტომაშ სემონიაკმა სოციალურ ქსელ X-ზე ასევე გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება პოლონეთის იუსტიციის მინისტრთან და გენერალურ პროკურორ ადამ ბოდნართან ერთად, სადაც აღნიშშულია, რომ სავაჭრო ცენტრში ხანძარი რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით გაჩნდა.
11 მაისს ტუსკმა X-ზე დაწერა, რომ ხანძრის უკან რუსული სპეცსამსახურები დგას და დამნაშავეებს აუცილებლად დააკავებენ.