აშშ და ჩინეთი 90 დღის განმავლობაში ტარიფების 115 პროცენტით შემცირებაზე შეთანხმდნენ.
Financial Times-ის ცნობით, გასული კვირის ბოლოს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ვაშინგტონი ჩინურ იმპორტზე დაწესებულ ჯამში 145%-იან ტარიფს 30%-ით შეამცირებს, ხოლო პეკინი ამერიკულ იმპორტზე დაწესებულ ჯამში 125%-იან ტარიფს – 10%-ით.
"ჩვენ დაბალანსებული ვაჭრობა გვსურს და ვფიქრობ, ამის მიღწევა ორივე მხარის ინტერესებშია. ერთმანეთისგან დაშორება არცერთ მხარეს არ სურს". - თქვა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 12 მაისს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.