დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამმი ორშაბათს ევროპელ კოლეგებს უმასპინძლებს, რათა განიხილონ უკრაინის მხარდაჭერისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი. ამის შესახებ Reuters ბრიტანეთის საგარეპ საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და ევროკავშირის ლიდერებს შორის მომავალ კვირას დაგეგმილ სამიტამდე იმართება.
ლამმი მოლაპარაკებებს გამართავს საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, პოლონეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლებთან.
„დღეს ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევა არა მხოლოდ უკრაინის მომავალს ეხება - ის მთელი ევროპისთვის ეგზისტენციალურია.“
ლამმი გეგმავს დამატებითი სანქციების გამოცხადებას მათ წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას. შეხვედრის დროს ის ასევე დაჟინებით მოითხოვს ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებას.
19 მაისს ევროკავშირის ლიდერებთან დაგეგმილ სამიტზე სტარმერი იმედოვნებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს საერთაშორისო ალიანსებში ცვლილებების ფონზე, ბლოკთან ახალ თავდაცვის შეთანხმებას მიაღწევს და Brexit -ის შემდეგ სავაჭრო კავშირებს გააუმჯობესებს.