გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა კომენტარი გააკეთა ვლადიმირ პუტინის წინადადებაზე, სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკების გამართვის შესახებ
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის მსგავსად, მან პუტინის სიტყვებს „კარგი ნიშანი“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს „საკმარისისგან შორს არის“.
„ჩვენ მოველით, რომ მოსკოვი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას, რაც რეალურ მოლაპარაკებებს უზრუნველყოფს. უპირველესად, იარაღი უნდა დადუმდეს და შემდეგ შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება“, - განაცხადა მერცმა.