ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც უკრაინა და საერთაშორისო საზოგადოება რუსეთისგან საომარი მოქმედებების შეწყვეტას ცდილობენ, კრემლის მეთაური ვლადიმირ პუტინი მის მიერ დაწყებული ომის გაგრძელებას ცდილობს. ამის შესახებ ლიპავსკი X-ზე წერს.
„ყველაფერი მარტივია. უკრაინა და დემოკრატიული სამყარო ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, პუტინს კი საომარი მოქედებების გაგრძელება სურს“, - აღნიშნა ლიპავსკიმ.
შეგახსენებთ, 10 მაისის სამიტის შემდეგ, „მსურველთა კოალიციამ“ მოითხოვა, რუსეთი დათანხმდეს 30-დღიიან უპირობო ცეცხლის შეწყვეტას 12 მაისიდან.
ამის შემდეგ პუტინი გამოვიდა წინადადებით, რომ უკრაინასთან სამშვიდობო ზავზე მოლაპარაკებები სტამბოლში 15 მაისს გაიმართოს.