ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ინდოეთის ქალაქ ჯამუზე დრონებით თავდასხმა მიმდინარეობს. ამის შესახებ Reuters იუწყება.
თვითმხილველთა თქმით, ისმის აფეთქებების ხმა.
ინდოელ და პაკისტანელ ოფიციალურ პირებს გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პაკისტანმა ვაშინგტონის შუამავლობით ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
პაკისტანის ვიცე-პრემიერ იშაქ დარის თქმით, პაკისტანი ყოველთვის მიისწრაფვოდა მშვიდობასა და უსაფრთხოებისკენ რეგიონში, „სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით კომპრომისების გარეშე“.
10 მაისის ღამეს პაკისტანმა ინდოეთის მხრიდან აგრესიის საპასუხოდ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.
საპასუხო ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პაკისტანის მტკიცებით, ინდოეთმა სამ სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა. მათ შორის, რავალპინდიში, ისლამაბადთან ახლოს, დანარჩენი ორზე კი აღმოსავლეთ პენჯაბში, ინდოეთის საზღვართან.