მოსკოვი შემდგომი სანქციებით არ შეშინდება: ის შეეჩვია და იცის, როგორ უპასუხოს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვი გამოეხმაურა დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მიერ ახალი სანქციების შემოღების მუქარას.
გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს ლიდერებს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს. დასავლელი ლიდერები 12 მაისიდან, 30 დღით ცეცხლი სრულად შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუ ამ ინიციატივას მხარს რუსეთის დაუჭერს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოსკოვს ახალი დასავლური სანქციები დაუწესდება.
„ჩვენ უკვე შევეჩვიეთ სანქციებს. უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რას ვიზამთ ამ სანქციების გამოცხადების შემდეგ, როგორ შევამცირებთ მათ შედეგებს და ა.შ. ჩვენ ეს ვისწავლეთ. ამიტომ, ამ სანქციებით ჩვენი დაშინება დროის ფუჭად კარგვაა. ხოლო ის ფაქტი, რომ ისინი თავის ადგილს ვერ პოულობენ, უფრო მათი პრობლემაა“, - თქვა პესკოვმა.