ამერიკის საელჩო უკრაინაში აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი საჰაერო დარტყმის შესახებ აფრთხილებს.
"კიევში აშშ-ს საელჩომ მიიღო ინფორმაცია პოტენციურად მნიშვნელოვანი საჰაერო თავდასხმის შესახებ, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაში ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. საელჩო, როგორც ყოველთვის, აშშ-ს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საჰაერო განგაშის გამოცხადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ თავის შესაფარებლად მზად იყვნენ", - წერია საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი გაფრთხილება გამოქვეყნდა სამი დღით ადრე, ვიდრე უკრაინის ტერიტორია დაიბომბებოდა რუსეთის არმიის ახალი, ექსპერიმენტული იარაღით – საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტებით, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოგვიანებით „ორეშნიკი“ უწოდა.