აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას არ გეგმავს.
აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს 9 მაისს გამართულ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა დაუდასტურა.
როდესაც ტრამპისა და პუტინის მომავალ კვირას ვიზიტის შესაძლებლობაზე ჰკითხეს, ლევიტმა უპასუხა, რომ „ეს {შეხვედრა} არ იქნება“.
თებერვლის დასაწყისში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრის ადგილი შესაძლოა საუდის არაბეთი ან არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოფილიყო - ქვეყნები, რომლებსაც ტრამპი მომავალ კვირას ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
კრემლში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ აუცილებელია პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა გაიმართოს, თუმცა აღნიშნავენ რომ შესაბამისად უნდა მომზადდეს.