უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 10 მაისს გაიმართება „მსურველთა კოალიციის“ ლიდერების შეხვედრა. იუწყება Reuters
„ჩვენ გვჭირდება ეს კოალიცია და ის საკმარისად ძლიერი უნდა იყოს, რათა ჩვენი საერთო ხედვის შესაბამისად უზრუნველყოს უსაფრთხოება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა ასეთი გუნდური მუშაობით მხოლოდ სარგებელს მიიღებს - ეს ხელს შეუწყობს არსებული უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრები ხვალ გაიმართება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ზუსტად სად და რა ფორმატით.
„მსურველთა კოალიცია“ შესაძლო გარანტიების ფარგლებში უკრაინაში შეზღუდული უცხოური კონტინგენტის განლაგების შესაძლებლობას განიხილავს.