ტრამპის ადმინისტრაციამ 8 მაისს გააფორმა სავაჭრო შეთანხმება გაერთიანებულ სამეფოსთან, რომელსაც თეთრი სახლი “ისტორიულს” უწოდებს. როგორც Associated Press აღნიშნავს, ბევრი დეტალი ჯერ დაკონკრეტებული არ არის.
ტრამპის თქმით, გაერთიანებულ სამეფოსთან მიღწეული შეთანხმება არის ყოვლისმომცველი და გაამყარებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს მომავალი მრავალი წლის განმავლობაში.
„გაერთიანებულ სამეფოსთან შეთანხმება სრული და ყოვლისმომცველია, რომელიც შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობას მრავალი წლის განმავლობაში გაამყარებს. ჩვენი ხანგრძლივი ისტორიისა და ერთმანეთის მიმართ ერთგულების გამო დიდი პატივია, რომ გაერთიანებული სამეფოსთან შეთანხმება ჩვენ პირველი გამოვაცხადეთ. ამას მოჰყვება კიდევ ბევრი სხვა შეთანხმება, რომლებიც მოლაპარაკებების სერიოზულ ეტაპზეა!“ – წერს დონალდ ტრამპი.
თეთრი სახლის თქმით, შეთანხმება ბრიტანეთის ბაზარს გაუხსნის ამერიკულ საქონლის ხორცის, ეთანოლსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. ბრიტანულ ავტომობილებსა და ფოლადს კი უფრო ხელსაყრელი პირობები ექნებათ ამერიკაში საექსპორტოდ.