სიქსტეს კაპელის სახურავიდან თეთრი კვამლი ამოვიდა. რომის პაპი არჩეულია. მისი ვინაობა ცოტა ხანში გახდება ცნობილი.
კარდინალებმა პონტიფიკოსი კენჭისყრის ოთხი რაუნდის შედეგად აირჩიეს. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობდა, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად ფრანცსიკემ აკურთხა.
პაპის ვინაობასა და მის მიერ აღებულ საპაპო სახელს კარდინალი პროტოდიაკონი მამბერტი უახლოეს საათში გამოაცხადებს - ცნობილი ფორმულით: HABEMUS PAPAM[(ჩვენ გვყავს მამა].
ვატიკანში 267-ე რომის პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყო. იმავე დღეს გაიმართა ერთი კენჭისყრა - კვამლი შავი იყო. პაპი კონკლავმა დღეს საღამოს, მეოთხე სესიაზე აირჩია.
შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს გარდაიცვალა.