ნორმალური ხელისუფლება რომ იყოს, ცესკო, სუს-ი, პოლიცია, პროკურატურა, მოღალატეთა რეჟიმს საარჩევნო პროცესში კრიმინალური სამყარო რომ არ ჰყავდეს ჩართული, დემოკრატიული, პროდასავლური ძალები დიდი უპირატესობით მოიგებდნენ ნებისმიერ არჩევნებს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
„ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდამ, სამწუხროდ, ისე, როგორც ბელორუსსა და რუსეთში, საქართველოში არჩევნები, სულ მცირე, 2018 წლიდან გააუქმა. საქართველოში ტარდება სპეცოპერაცია, რომელსაც არჩევნებს არქმევენ, შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღებას. დარწმუნებული ვარ, არცერთი დემოკრატიული, პროდასავლური, ნორმალური პროდასავლური ძალა, მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ამ მოღალატეთა რეჟიმის წარმომადგენლებმა რაც არ უნდა ილაპარაკონ, ჩვენ არ ვაპირებთ, მათი გეგმით და გრაფიკით ვიმუშაოთ. ჩვენ ყოველთვის ვამხელდით და ახლაც ვაპირებთ, ვამხილოთ ამ რეჟიმის კრიმინალური საქმიანობა, ვუწოდოთ ყველაფერს თავისი სახელი“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არავისთან არ არის დაპირისპირებული, პარტია გამოხატავს საკუთარ პოზიციას.
„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს თავისი მკაფიო დამოკიდებულება ქვეყანაში ყველა მოვლენისადმი, ვერავინ შეგვეკამათება, ვერცერთი ნორმალური პოლიტიკური ძალა, როდესაც ვამბობთ, რომ ამ რეჟიმმა არჩევნების ნაცვლად სპეცოპერაცია ჩაატარა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ნაცვლადაც სპეცოპერაციის ჩატარებას აპირებს. ქვეყანაში ნორმალური პირობები რომ იყოს, ნორმალური ხელისუფლება, ცესკო, სუს-ი, პოლიცია, პროკურატურა, მოღალატეთა რეჟიმს საარჩევნო პროცესში კრიმინალური სამყარო რომ არ ჰყავდეს ჩართული, რა თქმა უნდა, დემოკრატიული, პროდასავლური ძალები დიდი უპირატესობით მოიგებდნენ ნებისმიერ არჩევნებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია და მის ნაცვლად ტარდება სპეცოპერაცია, რაშიც მონაწილეობა არცერთმა ნორმალურმა, პატრიოტულმა, დემოკრატიულმა ძალამ არ უნდა მიიღოს, ეს არიც ჩვენი აზრი“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.