უკრაინული მედიის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში, საცხოვრებელ მრავალსართულიან კორპუსზე რუსეთის მიერ მიტანილი დარტყმის შედეგად, სულ მცირე 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ერთი ადამიანი კი ნანგრევების ქვეშ მოყვა.
დაშავებულებს სამედიცინო დახმარება გაეწიათ. პროკურატურის ცნობით, დარტყმის შედეგად ქალაქში სამი საცხოვრებელი კორპუსი და მაღაზია დაზიანდა.