ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარება, შესაძლოა მშვიდობის დამყარების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტი იყოს.
სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სახელწოდებით „ევროკავშირის როლი უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებაში“, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უდიდესი გარანტი იქნება.
„ჩვენ უნდა დავაჩქაროთ უკრაინის გზა ჩვენს კავშირში წევრობისკენ.
ეს მხოლოდ უკრაინის მისწრაფება არ არის - ეს შეიძლება იყოს უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტი. და სწორედ ეს იყო რომში პრეზიდენტ ზელენსკისთან ჩემი ბოლო შეხვედრის მთავარი თემა. უკრაინაში ომი ბოლოს და ბოლოს დასრულდება. და ის, თუ როგორ დასრულდება ეს, ჩამოაყალიბებს ევროპის კონტინენტს მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოთქვა რწმენა, რომ „ცუდი შეთანხმება პუტინს წაახალისებას დაბრუნდეს ახალი ძალებით, რაც უფრო მეტი არასტაბილურობისა და დაუცველობის რეცეპტი იქნება“.