Reuters პაკისტანის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინდოეთის სარაკეტო თავდასხმას 26 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 46 კი დაშავდ.
ინდოეთმა განაცხადა, რომ პაკისტანში მისი სამხედრო დარტყმების სამიზნე „ტერორისტულ ინფრასტრუქტურა“ გახდა მას შემდეგ, რაც პაკისტანმა არ მიიღო ზომები პაკისტანში დაფუძნებული დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელმაც გასულ თვეში ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში ტურისტებზე თავდასხმა განახორციელა.
ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ამიტ შაჰმა განაცხადა, რომ ამაყობს ინდოეთის შეიარაღებული ძალებით.
„მოდის მთავრობას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ სათანადო პასუხი გასცეს ინდოეთსა და მის მოსახლეობაზე ნებისმიერ თავდასხმას“,- წერს შაჰი X-ზე.
ამასთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პაკისტანში თავდასხმების შემდეგ „მსოფლიომ ტერორიზმის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გამოიჩინოს“.
შეგახსენებთ, ინდოეთის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, პაკისტანის თავდასხმის შედეგად, ინდოეთის კონტროლირებად ქაშმირში 3 ადამიანი დაიღუპა.