ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
Reuters-ის წყაროების ცნობით, ევროკავშირის მიერ შეთავაზებული სანქციების პაკეტი ამკაცრებს ორმაგი დანიშნულების საქონლისა და მოწინავე ტექნოლოგიების ექსპორტზე კონტროლს.
ევროკომისია გეგმავს, სანქციები დაუწესოს 50-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთა შორის ხუთი ჩინეთიდანაა. ასევე, 31 კომპანიას, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ან წვლილი მიუძღვით სანქციებისთვის თავის არიდებაში.
რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ ბრძოლის ფარგლებში წარმოდგენილია წინადადებები, ე.წ. შავ სიაში შეიყვანონ 100-ზე მეტ ხომალდი.