რუსეთის აეროპორტებში თვითმფრინავების მიღება-გამგზავრებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას როსავიაციის პრესმდივანი, არტემ კორენიაკო ავრცელებს.
შეზღუდვის ოფიციალური მიზეზი სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
მედიის ინფორმაციით, რუსეთზე დრონებით შეტევა მიმდინარეობს. მოსკოვის მერის ცნობით, რეგიონის თავზე გასულ ღამეს 19 დრონი ჩამოაგდეს.
შეზღუდვები მოქმედებს ნიჟნი ნოვგოროდის, კალუგის, ტამბოვის, იაროსლავის, ჟუკოვსკის, ვნუკოვო და დომოდედოვო.
"დოჟდი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავი რომელიც თბილისიდან მოსკოვში მიფრინავდა, სარატოვში გადამისამართდა.
რუსულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვის ოლქში, კუბინკას აეროდრომთან ახლოს, ცაში აფეთქებების ხმა ისმოდა.