გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა, ფიცი დადო და ოფიციალურად გერმანიის მეათე კანცლერი გახდა. იუწყება Spiegel
მერცმა ფიცი გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენციის, ბელვიუს სასახლის დიდ დარბაზში დადო.
ხანმოკლე ცერემონიის დროს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ხუმრობით თქვა, რომ მერცი მასთან „ცოტა დაგვიანებით“ მივიდა - რითაც მეორე მცდელობისას მის არჩევას გულისხმობდა.
დასასრულ, მან მერცს გადასცა დოკუმენტი, რომელშიც ეწერა: „ბატონო კანცლერო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელით, ბატონ ფრიდრიხ მერცს ვნიშნავ კანცლერად“.
მომავალში ფიცს დადებენ მერცის მთავრობის წევრებიც.