უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 205 სამხედრო დაიბრუნა.
„დღეს უკრაინამ 205 ჯარისკაცი დაიბრუნა. ახალგაზრდა ბიჭები და ზრდასრული მამაკაცები თითქმის ყველა ტიპის სამხედრო დანაყოფიდან. მარიუპოლის დამცველები და მთელი ფრონტის ხაზის დამცველები“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მანამდე, ტყვეთა გაცვლის შესახებ „ფორმულით 205 205-ზე“ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, სამხედრო ტყვეები „რუსეთის მრავალ რეგიონში იყვნენ მიმოფანტულები“. მან არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შუამავლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ისინი უკან დავიბრუნეთ. და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ გაცვლაზე იმუშავა. მადლობა ჩვენს პარტნიორებს, განსაკუთრებით არაბთა გაერთიანებულ სასმიროებს, მათი შუამავლობისა და დახმარებისთვის. მადლობა მათ, ვინც გულგრილი არ არის და ტყვეობაში მყოფ უკრაინელებზე საუბარს აგრძელებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.