რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტიის (AUR), „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ ლიდერი ჯორჯ სიმიონი ლიდერობს. მას ხმების 30%-დან 33%-მდე აქვს.
მეორე ადგილისთვის იბრძვიან PSD–PNL–UDMR კოალიციის კანდიდატი კრინ ანტონესკუ და დამოუკიდებელი კანდიდატი ნიკუსორ დანი.
ეგზიტპოლების თანახმად, თითოეულმა მათგანმა დაახლოებით 21–23% მიიღო.
ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, სიმიონთან ერთად მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას.
ამომრჩეველთა აქტივობამ 53% შეადგინა. მეორე ტური 18 მაისს არის დაგეგმილი.
სიმონი ცნობილია პრორუსული რიტორიკითა და ევროკავშირის კრიტიკით.
კენჭისყრის ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.