4 მაისის ღამეს, უკრაინის დედაქალაქში რუსული დრონების თავდასხმის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია.
კიევის სამ რაიონში: ობოლონის, სვიატოშინის და შევჩენკოს, რუსეთის ძალების იერიშს ნგრევა მოჰყვა, გაჩნდა ხანძარი.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ობოლონის რაიონში, 12-სართულიანი შენობის ზედა სართულზე მდებარე ბინაში ხანძარი გაჩნდა, ალი სახურავზე გავრცელდა. სახურავის საფარი ნაწილობრივ განადგურდა.
ამავე რაიონში საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს 7 მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
სვიატოშინსკის რაიონში ხანძარი სამ კერძო საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
შევჩენკოს რაიონში დაზიანდა ელექტროგაყვანილობა და რკინიგზის ხიდის ქვეშ გზის საფარი. ცეცხლი გაუჩნდა ხეებს.