3 მაისის ღამეს, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ნოვოროსიისკზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით ხანძარი გაჩნდა რამდენიმე ადგილზე.
რუსული პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა ნოვოროსიისკში მარცვლეულის ტერმინალში სამი ავზი დააზიანა. მიმდინარეობს ხანძროს ქრობის ოპეარცია.
ნოვოროსიისკში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით არ მუშაობს; წერენ, რომ ასევე დაზიანდა სამი საცხოვრებელი კორპუსი.
ნოვოროსიისკის მერის ანდრეი კრავჩენკოს განცხადებით, .უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონების მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ნოვოროსიისკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა . ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში დრონი მრავალსართულიანი შენობის მე-12 სართულზე მდებარე ბინაში შეფრინდა, სადაც ხანძარი გაჩნდა. აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლში, ფეოდოსიასა და ქერჩში. აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა როსტოვის ოლქშიც.