გერმანიის ქალაქ შტუტგარტის ცენტრში, ავტომობილის ხალხში შევარდნის შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა რვა ადამიანი. ინციდენტი 2 მაისს, საღამოს მოხდა. ინფორმაციას Spiegel ავრცელებს.
შტუტგარტის პროკურატურამ და პოლიციამ პარასკევს გვიან ღამით განაცხადეს, რომ ინციდენტის შედეგად დაშავებულთა შორის სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
სამართალდამცავმა ორგანოებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ 46 წლის ქალი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
შტუტგარტის ჯანდაცვის დეპარტაენტის ცნობით, დაშავებულებს შორის ხუთი ბავშვია.
ინციდენტი შტუტგარტის ცენტრში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი ქვეთთა ჯგუფს დაეჯახა.
პოლიციის განცხადებით, შეჯახება განზრახ არ მომხდარა და ინციდენტს საგზაო შემთხვევად დაკვალიფიცირდა. „მერსედესის“ მძღოლი, 42 წლის კაცი, დაკავებულია.