ევროკავშირი ცდილობს შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდეგი პაკეტის მომზადდება უზრუნველყოს.
ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
ბარომ დაადასტურა, რომ ევროკავშირი უკვე ამზადებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტს.
მან ახსენა აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორის ლინდსი გრემის ინიციატივა რუსეთის წინააღმდეგ „დამანგრეველი“ სანქციების შესახებ და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ცდილობს თავისი ქმედებების კოორდინაციას შეერთებულ შტატებთან.
„ჩვენ, ევროპელები, ამ ამერიკულ ინიციატივას სანქციების მე-17 პაკეტით შევუერთდებით, გუშინ ლინდსი გრემს დავპირდი, რომ ვეცდებით შევთანხმდეთ როგორც შინაარსზე, ასევე ამ ორი სანქციების პაკეტის ვადებზე“, - აღნიშნა მინისტრმა.
ჟან-ნოელ ბარომ დამატებით ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე „უკრაინაში მშვიდობის დამყარების ერთადერთი დაბრკოლება ვლადიმირ პუტინია“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვატიკანში შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა დაგმო რუსეთის ბოლო დარტყმები უკრაინის ქალაქებზე და გამოთქვა ეჭვი, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს და მას სანქციებით დაემუქრა.