ისრაელში 18 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან იერუსალიმის შემოგარენში ხანძრის გაჩენაში, რამაც ტყის მასშტაბური ხანძრები გამოიწვია.
„პოლიციამ ცეცხლის გაჩენაში 18 ეჭვმიტანილი დააკავა, მათგან ერთ-ერთი დანაშაულის ადგილზე“, - The Jerusalem Post-ის ცნობით, განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, რამდენიმე ქვეყნის ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავები, რომლებმაც ისრაელისთვის დახმარების გაწევის სურვილი გამოთქვეს, ჰაცორის საჰაერო ბაზაზე უახლოეს საათებში დაეშვებიან. ისრაელის მედიის თანახმად, ხანძრის შედეგად იერუსალიმის გარშემო ორი ათასი ჰექტარი ტერიტორია განადგურდა, მათ შორის ნახევარზე მეტი ტყის მასა.