ნაციონალიზმი ნაციზმისკენ პირველი ნაბიჯია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
„ნაციონალიზმი ნაციზმისკენ მიმავალი პირველი ეტაპია, ეს პირველი ნაბიჯია, რადგან ნაციონალიზმი არა მხოლოდ საკუთარი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების სიყვარულზე, არამედ სხვების სიძულვილზეც არის დაფუძნებული, ეს არის ნაციონალიზმის არსი.
პატრიოტიზმი სულ სხვა საკითხია, სამშობლოს სიყვარული არ ნიშნავს სხვების სიძულვილს, მაგრამ ნაციონალიზმს სწორედ ეს კვებავს, სხვა ქვეყნებისა და სხვა ხალხების სიძულვილი“, - თქვა პუტინმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორ ცნებას შორის განსხვავების გაგება, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის „ისტორიულად ახალი რეგიონებისთვის“.