საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა  ტელეარხ MEZZO -ზე გავიდეს. 
საქართველოს მთავრობა კლასიკური და ჯაზ მუსიკის ტელეარხ  MEZZO -თან, ხელშეკრულების გაფორმებას  გეგმავს, რომლის მიხედვითაც არხზე, საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, გამოჩენილი იტალიელი ტენორის ანდრეა ბოჩელის მონაწილეობით გამართული საახალწლო კონცერტი გაშუქდება. 
პროექტის თანახმად, MEZZO TV-ზე კონცერტის 3 წუთიანი ამონარიდები და საქართველოს შესახებ სარეკლამო რგოლები განთავსება. 
აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის მთავრობა 8 329.41 ევროს დახარჯავს.