საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მონაწილეებს შეხვდა. 
შეხვედრაზე ყურადღება პროექტის ფარგლებში დაგეგმილ და მიმდინარე ღონისძიებებზე გამახვილდა. 
საკოორდინაციო საბჭოს წევრების შეფასებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი მონაწილე ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.