ხვალ, 27 ნოემბერს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგი საქართველოში ჩამოვა. კომისარი საქართველოში ვიზიტისას ტირძნისიდან გატაცებული მოზარდების გათავისუფლების საკითხში ჩაერთვება.
აღსანიშნავია, რომ ჰამერბერგს აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია, რის გამოც ქართველმა დეპუტატებმა ის მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს.
სოფელ ტირძნისიდან 4 მოზარდი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 4 ნოემბერს გაიტაცეს. მათ ე. წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვის ბრალდებით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.