საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მისი პირველი ვიზიტი ლიეტუვა იქნება. 
ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტს ლიეტუვიდან ვიწყებ - ქვეყნიდან, რომელიც ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით ჩვენს ევროპულ გზაზე. მადლობელი ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენს ბრძოლაში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის". - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. 
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბალტიის რეგიონში გაემგზავრა.