თბილისში #37 სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით მერიის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძეEინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ მან "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის გაძვირება ჭორი უნდა იყოს, თუმცა იგი აუცილებლად გადაამოწმებს ამ ინფორმაციას.
"წელიწადნახევრის წინაც იგივე მოხდა. ორმა სამარშრუტო ტაქსმა მომსახურება გააძვირა. თუმცა მათ მომხმარებელი დაკარგეს, რის შემდეგაც მუშაობა შეაჩერეს,"_აღნიშნა ჯოხაძემ.
აკაკი ჯოხაძე დარწმუნებულია, რომ დროის გარკვეულ მონაკვეთში სამარშრუტო ხაზზე ფასის ზრდა უარყოფითად აისახება მათ მფლობელებზე და ისინი თავადაც დარწმუნდებიან გადაწყვეტილების სიმცდარეში.
"დააკვირდით, თუ რატომ არ აძვირებენ სამარშრუტო ხაზები მომსახურებას. ეს მათ ინტერესშია,"_აცხადებს აკაკი ჯოხაძე.E
შეგახსენებთ, თბილისში #37 სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა ათი თეთრით გაძვირდა.