"აზერბაიჯანის ავიახაზებმა" (AZAL) ბიზნესკლასის მგზავრებისათვის ახალი მომსახურება დანერგა.
კომპანიის პრესსამსახურის განცხადებით, იმ მგზავრებს, რომელთაც ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უწევთ ფრენა, შესაძლებლობა ექნებათ გასართობად პორტატული მოწყობილობები გამოიყენონ.
ფრენისას მგზავრებს 17,8 სმ. დიაგონალის ეკრანზე, რომელიც სენსორულად იმართება, საშუალება ექნებათ უყურონ პოპულარულ ფილმებს, ვიდეო რგოლებს და ა.შ. მგზავრებს საშუალება ექნებათ, ასევე, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა გასართობ თამაშებში.
AZAL -ში განმარტავენ, რომ კომპანიის მენეჯმენტი მაქსიმალურად ცდილობს მომსახურების ხარისხი გააუმჯობესოს და მგზავრებს დამატებითი კომფორტი შეუქმნას.