დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაპუნა დავითაიას მტკიცებით, ბურები საქართველოში მასობრივად ჩამოსვლას არ აპირებენ.
ბურები ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან, რათა ბიზნესგარემო შეისწავლონ, დაინტერესების შემთხვევაში კი, საქართველოში ინვესტიციებს ჩადებენ", - განუცხადა დავითაიამ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ..
მისივე განმარტებით, ბურებიც ისეთივე ინვესტორები არიან, როგორც სხვები.
"ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს. ბურები კი გამოცდილი ბიზნესმენები არიან და საქართველოს განიხილავენ ისეთ ქვეყანად, სადაც ფულის დაბანდება მომგებიანია. ასე რომ, ბურების გადასაწყვეტია, როდის და რა რაოდენობით ჩამოვლენ საქართველოში", - განმარტა მან.