კომპანია `თელასის" ქვესადგურში `საბურთალო-3" პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 18 იანვარს 10 საათიდან 18 საათამდე საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: ვაჟა-ფშაველას, გამსახურდიას, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ტაშკენტის, ამბროლაურის, საირმის, თამარაშვილის, ზემო ვეძისის,  საბურთალოს, ნუცუბიძის, დელისის, ბუდაპეშტის, ჩიქოვანის და მიმდებარერე ქუჩების მაცხოვრებლებს. 
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.