გორის დევნილთა დასახლებაში უბედური შემთხვევა მოხდა. ელექტრო გამათბობელზე 83 წლის ანა ვალიაშვილი დაიწვა. გარდაცვლილი მარტო ცხოვრობდა.
ერთ-ერთი ვერსიის მოხუცს ინსულტი ან გულის შეტევა დაემართა, რის შემდეგადაც ის გამათბობელზე დაეცა. შემთხვევას მცირე ხანძარიც მოყვა, თუმცა მეზობლებმა ცეცხლი მალევე შეამჩნიეს და დროულად ჩააქრეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშვეკლო სამსახურიც მივიდნენ. ცხედარი პროზექტურაში გადააგზავნეს. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.