ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში A ტიპის ვირუსით 31 წლის ორსული ქალბატონი გარდაიცვალა. მან კლინიკას თავდაპირველად 9 იანვარს მიმართა.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თავდაპირველად მას H1N1 ვიირუსი დაუდგინეს, თუმცა დიაგნოზი ლაბორატიულად არ დადასტურდა.
სპეციალისტების განცხადებით მიმართვა უკვე დაგვიანებული იყო, რაც გარდაცვალაბის მიზეზი გახდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ორსულად მყოფებს მოუწოდებს, რაიმე ვირუსის ქონის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ საავადმყოფოს შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.