2011 წლის პირველ აუქციონზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხუთი ობიექტიდან მხოლოდ სამი ობიექტის გასხვისება მოახერხა. 
სამინისტროს ინფორმაციით, პირობიანი საჯარო აუქციონზე  კომპანია "დისკ-მ"-მა 130 ათას ლარად, დაბა ხელვაჩაურში მდებარე მექანიკური საამქროს შენობა-ნაგებობა შეიძინა, სადაც 15 თვის ვადაში საწარმო უნდა შექნას და არანაკლებ  საქართველოს 25მოქალაქე დაასაქმოს.
აუქციონზე გაიყიდა ასევე გათბობის სისტემა, დიზელ გენერატორი და ალუმინის კარ-ფანჯრები. საერთო ჯამში სამი ობიექტის გასხვისებიდან, ბიუჯეტში 133 ათას 100 ლარი შევიდა.