თბილისში ტოტალიზატორების სალაროებსა და სათამაშო აპარატებზე მოსაკრებლის მაქსიმალური ზღვარი უკვე ძალაში შევიდა. თბილისში თითოეულ სალარო აპარატზე მოსაკრებელი კვარტალში 850 ლარის ნაცვლად 3 000 ლარით განისაზღვრება.
ტოტალიზატორების, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე კი მოსაკრებელი კვარტალში 2300 ლარის ნაცვლად 7 500 ლარამდე იქნება.
კანონმდებლობით, თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში 1500-იდან 3000 ლარამდე მოსაკრებელი დადგინდა, ხოლო ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე _ კვარტალში 3750-დან 7500 ლარის ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ეს გადაწყვეტილება პარლამენტის გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლის საფუძველზედაც საშემოდგომო სესიაზე სათამაშო ბიზნესზე მოსაკრებლის ზედა ზღვარი გაიზარდა.