"ვისოლმა" მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობისათვის ფონდი „იავნანა"-ს და ფონდი „ივერიის"-ას საქველმოქმედო აქციის ფარგლებში 40 000-მდე ლარი გაიღო. "ვისოლ ჯგუფის" მხრიდან პირველადი 30 000 ლარის შენაწირის გარდა, ტაძრის მშენებლობის დასრულებამდე ვისოლის თანამშრომლები ყოველთვიურად  4000-მდე  ლარს სწირავენ სამონასტრო კომპლექსის შესაქმნელად. 
‘საზოგადოებაზე ზრუნვა ვისოლის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ჩვენ ვუერთდებით საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მოწოდებას და გვჯერა, რომ ჩვენ ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს", - აცხადებს "ვისოლის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმდომარე სოსო ფხაკაძე. 
"ვისოლის" მენეჯმენტის ინფორმაციით, კომპანია დაარსების პირველივე დღიდან ფონდ "იავნანას" აქტიური მხარდამჭერია. ამას გარდა, კომპანია ორ ეკლესიას აშენებს და სისტემატურად ეხმარება სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებს.