საზოგადოებამ დაინახა თვალსაჩინოდ, რომ ეს არის ერთი ქვაბი, ერთი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ერთადერთი არა ამოცანა, არამედ დავალება არის ის, რომ ხელოვნურად შეინარჩუნონ ეს ე.წ. პოლარიზაცია, რაც სინამდვილეში არის რადიკალიზმი ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
მთავრობ ის მეთაურის თქმით, მათი ერთადერთი დავალებაა მუდმივი რადიკალიზმის ქვეშ აცხოვრონ ეს ქვეყანა, მუდმივად სცადონ რევოლუციების მოწყობა და სცადონ საბოლოო ჯამში ის, რომ დაიბრუნონ ძალაუფლება გარე დახმარებით.