ბოიკოტით კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა პოლიტიკური უპასუხისმგებლობა რადიკალური ოპოზიციის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„პარლამენტს თუ მართლა პროტესტს უცხადებენ, მაშინ მანდატები დატოვონ და პარლამენტიდან გავიდნენ. თან მანდატები უნდათ, თან ბოიკოტი. ანუ, თან ხელფასის აღება უნდათ, თან უნდათ, არ იარონ პარლამენტში. ვინც ეს ხალხი აირჩია, მათ დასკვნა უნდა გამოიტანონ, მათ ინტერესებს რამდენად ასრულებენ პარლამენტში. აქამდე მათ არაფერი უკეთებიათ, მხოლოდ სიძულვილს აღვივებენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.