აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი საქართველოშია. "მთავარის" ინფორმაციით, ის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ხვდება.
პარალელურად, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია იმართება.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯიმ ო'ბრაიენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან.
"ო’ბრაიენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან, რათა გამოხატოს აშშ-ის მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისადმი და საქართველოს მისწრაფებისადმი მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ", – ნათქვამია ინფორმაციაში.