მე არც რუსეთის ჩექმა მინდა და არც ამერიკული ბატინკი - ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა გადაცემაში "იმედი Live" განაცხადა.
"ქართველი ახალგაზრდები და საქართველოს მოსახლეობა არის ბრძენი და ისინი ერთხელ და სამუდამოდ იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ თავიანთ ქვეყანას მათ უნდა უპატრონონ. ჩვენ არ გვინდა არავის პატრონი და ჩვენ არავისთან ვალში არა, მე არც რუსეთის ჩექმა მინდა და არც ამერიკული ბატინკი თუ რას ეძახიან. მე მინდა რომ ჩემს ქვეყანაში მე ვიყო და მე გადავწყვიტო ვინ მინდა მთავრობაში, ვინ უნდა მოვიდეს, მოასხლეობამ და არა ვიღაცამ ტელეფონით", - თქვა ოქიტაშვილმა.